პოლიტიკა
თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლა რუსეთის მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას არ საჭიროებს.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მისი აღნიშნული გამოსვლა არაფრით გამოირჩეოდა სხვა გამოსვლებისგან.„მისი გამოსვლის აუცილებელი ელემენტია, ერთი მხრივ, შეუკავებელი თავისქება, თავსმოხვეული რეკლამა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ფანტასტიკური წარმატებების შესახებ, მეორე მხრივ, ანტირუსული ინსინუაციები, მცდელობა – დაადანაშაულოს რუსეთი ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, ოკუპაციიდან დაწყებული, ტერორიზმით დამთავრებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.