აქტუალური
შეხვედრა საქართველოში ევროკოდების დანერგვის საკითხზე

qortiard_mariotijpgთბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 26-27 სექტემბერს თბილისში ტარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე „ევროკოდების დანერგვა საქართველოში“. შეხვედრა ორგანიზებულია ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერის საინფორმაციო გაცვლითი პროგრამის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და ხორცილდება ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერით.

 

სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროკოდების წარმატებით დანერგვას.

შეხვედრა იწყება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“.  მასში მონაწილეობენ ევროკომისიის, საფრანგეთის, ბელგიის, საბერძნეთისა და იტალიის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.