სამართალი
სალომე ზურაბიშვილი: პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.