მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40,8%-ს უდრის, საქართველოს კოეფიციენტი აჭარბებს სომხეთის კოეფიციენტს. კერძოდ – სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30,2 პროცენტს შეადგენს. ამასთან, რუსეთის კოეფიციენტი შეადგენს 43,7 პროცენტს, ხოლო თურქეთის – 41,2 პროცენტს.
საქართველოს ინდიკატორი, როგორც მიმოხილვის ავტორები აცხადებენ, ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქვეყანაში საშუალო კლასის არარსებობა ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასი.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშის – „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“, გამოცემა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ყოველკვარტალურ გამოცემებში წარადგენს. თითოეულ გამოცემაში მთავარი ფოკუსი გაკეთდება ერთ მთავარ თემაზე, რომელიც დეტალურად იქნება განხილული.
ამასთან, ყველა გამოცემაში გაანალიზებულია ეკონომიკის ისეთი ასპექტები, როგორიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი, ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.
პირველი გამოცემის მთავარი თემა კი უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტია.