პოლიტიკა
აშშ-ის მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოში

amerikelebis-vizitiთბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კავკასიის საკითხებსა და რეგიონულ კონფლიქტებში ჯასტინ ფრიდმანი საქართველოს ეწვევიან.

ფრიდმანი თავის სამხრეთ კავკასიურ ტურნეს 28 სექტემბერს იწყებს და 8 ოქტომბერს ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი თბილისს, ერევანსა და ბაქოს ეწვევა.

ერიკ რუბინი კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს 16-22 ოქტომბერს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში რუბინი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება და განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს უშიშროების, ენერგეტიკისა და დემოკრატიული რეფორმების სფეროში, აგრეთვე, რეგიონულ პრობლემებს.