საზოგადოება
დიმიტრი პესკოვი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები არ იყვნენ

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები არ იყვნენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

საკუთრივ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმის უზრუნველსაყოფად ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს არანაირი ჯარი არ იმყოფებოდეს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია.

ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავს ქმედებებს ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.