სამართალი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს

advokatta-asociaciis-logoooთბილისი. 26 სექტემბერი. საქინფორმი. ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, აქციებს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის გამო იწყებენ. ადვოკატთა პროფესიული სოლიდარობის აქცია დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ გაიმართება.

საპროტესტო აქციების დაწყება ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის 16 სექტემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომელზეც ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ადვოკატთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადვოკატ მურმანიშვილს პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისთვის, კერძოდ, მოგებული საქმისთვის დევნიან.

„ადვოკატთა კორპუსის დევნა უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მიუხედავად, ადვოკატთა ტერორი გრძელდება. ირღვევა როგორც ადვოკატის, ისე მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უფლებები“, – აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.