პოლიტიკა
პრეზიდენტის – ალექსანდრე ანქვაბის, ინაუგურაცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.
როგორც პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ განაცხადა, ანქვაბის ინაუგურაციას აფხაზური ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს. „სახელმწიფოს ახალი მეთაურის ინაუგურაცია მშვიდ, კამერულ ვითარებაში ჩატარდება“, – განაცხადა აშუბამ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის პარლამენტს ცერემონიაზე დასასწრებად უცხოეთიდან სტუმრები არ მიუწვევია.11:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში სახალხო კრების სესია დაიწყება, რომელშიც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.
სესიას აშუბა გახსნის. შემდეგ კი ანქვაბი ხელს კონსტიტუციაზე დადებს და ხალხის მიმართ ერთგულების ფიცს აფხაზურ ენაზე წარმოთქვამს. იგი მოკლე სიტყვითაც გამოვა.
შეგახსენებთ, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს ჩატარდა. ხმათა 54,9 პროცენტით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.