სამართალი
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა არანაირი ორგანიზატორი. მე ვარ ბედნიერი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ“, – აღნიშნა სხდომაზე ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.