უცხოეთი
ენდი ბერნემი – პრეზიდენტ ზელენსკის ასი პროცენტით დავუჭერ მხარს, როგორც ამას კირ სტარმერი აკეთებდა, მას არავითარი ეჭვი არ უნდა დარჩეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირველი სატელეფონო ზარი ექნება. ამის შესახებ თავად ენდი ბერნემმა განაცხადა.

ბერნემის თქმით, საგარეო პოლიტიკა მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

მისივე განმარტებით, ზელენსკის პირადად დაარწმუნებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი რჩება.

„დღეს პრეზიდენტ ზელენსკის მკაფიოდ ვეტყვი, რომ არაფერი შეცვლილა. მე მას 100%-ით დავუჭერ მხარს, როგორც ამას კირ სტარმერი აკეთებდა. პრეზიდენტ ზელენსკის არავითარი ეჭვი არ უნდა დარჩეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, პირადად მეც მის გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ბერნემმა.

ცნობისთვის, კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა, ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბერნემი გახდა.

1tv.ge