სამართალი
სოხუმში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

avzrivთბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გუშინ სოხუმში 45 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც წარმოშობით ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკიდანაა.

მისი მეუღლე, სოხუმის მკვიდრი, რომელიც იმავე მანქანაში იმყოფებოდა აფეთქების დროს, სიცოცხლისთვის უსაფრთხო დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების მსხვერპლი არსენ ბჟიკშიევი აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. რუსული საინფორმაციო ვებგვერდი „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, მას აფხაზეთში მცირე ბიზნესი ჰქონდა.