საზოგადოება
თბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 21 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილი მეორე ვადით აირჩია სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
გიორგი პაპუაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლიდან თავმჯდომარეობს, 5-წლიანი მუშაობის ვადა ამოეწურა. სწორედ ამან განაპირობა თანამდებობაზე მისი ხელმეორედ არჩევის დღის წესრიგში დადგომა.შარშან ოქტომბერში კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევიდა, მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელი იყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის ივლისში დედაქალაქიდან ბათუმში იქნა გადატანილი.