სამართალი
ზუგდიდში მომხდარ ავარიას მარტვილის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა

avaria-chiqovaniზუგდიდი. 23 სექტემბერი. საქინფორმი. მარტვილის გამგებლის მოადგილე ვლადიმერ ჩიქოვანი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ ზუგდიდში კოსტავასა და დარასელიას ქუჩების გადაკვეთასთან მოხდა.

ვლადიმერ ჩიქოვანი ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებიდან მალევე გარდაიცვალა, მასთან ერთად დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი იყო და ისინი შინ გაწერეს.

37 წლის ვლადიმერ ჩიქოვანი (პროფესიით – ექიმი) გამგებლის მოადგილის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ოფისს ხელმძღვანელობდა.