პოლიტიკა
თბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების შესრულების საკითხს ევროკავშირი რუსულ მხარესთან ყოველთვის აყენებს.
თუმცა როგორც ევროპელმა დიპლომატმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის რიგით მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა და აზრები აქვს.ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის წარმომადგენელმა მნიშვნელოვნად შეაფასა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გუშინ თბილისში შედგა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის რიგით მეთერთმეტე სხდომა.
სხდომის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების საკითხები განიხილეს.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.