აქტუალური
თბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტი შავიზღვისპირა ქვეყნებს მოუწოდებს, "თევზის შენარჩუნების საერთო პოლიტიკას მხარი დაუჭირონ, რადგან ხშირი თევზჭერის გამო შავი ზღვის ბინადრებს განადგურება ემუქრებათ".
ევროპარლამენტის წევრთა განცხადებით, "შავი ზღვა შესაძლოა, უსიცოცხლო ზღვად იქცეს, ვინაიდან ხშირი თევზჭერის, კლიმატური ცვლილებებისა და გარემოს დაბინძურების გამო თევზის მრავალი სახეობა დაავადებულია და გაქრობის საფრთხის წინაშეა".ევროკავშირმა გადაწყვიტა, სპეციალური სამუშაო ჯგუფები შექმნას, რომელთა საქმიანობაშიც ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმაც, პირველ რიგში კი რუსეთმა და თურქეთმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
მალე მათ საქართველო და უკრაინაც შეუერთდება.