ალასანია ჰიბრიდული სიმინდის მოსავლით დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაცემას ითხოვს
თბილისი. 21 სექტემბერი. საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ხობის რაიონის სოფელ ხორგას ეწვია, სადაც გლეხებს შეხვდა და მათი ნათესები დაათვალიერა. ალასანიას ინფორმაციით, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავალმა ამ სოფელში არ გაამართლა – გლეხები მოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და დახმარებას ითხოვენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, არ გადაახდევინონ თესლის გადასახადი იმ გლეხებს, რომლებიც დაზარალდნენ. ასევე, აუცილებლად უნდა დაიწყოს ფიქრი კომპენსაციის პირობებზე“, – განაცხადა ალასანიამ და აქვე აღნიშნა, რომ ამ თანხების გაცემა პრეზიდენტის ფონდიდან არის შესაძლებელი.