პოლიტიკა
ირაკლი ალასანია მარტვილის ადგილობრივ ხელისუფლებას კერძო საკუთრების ხელყოფაში ამხელს

martviliზუგდიდი. 21 სექტემბერი. საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია სამეგრელოს რეგიონში ვიზიტს განაგრძობს. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოპოზიციონერმა ლიდერმა შეხვედრები დღეს მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში გამართა, სადაც ადგილობრივებისგან მიწებთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ საკუთრებაში არსებული მიწები სახელმწიფომ მიითვისა და იტალიურ კომპანია „ფერეროს“ მიჰყიდა. ალასანია ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამასთან შეგუებას არ აპირებს, გეგმავს პარლამენტში ამ საკითხის დაყენებას, გამოიყენებს კანონმდებლობით მონიჭებულ ყველა უფლებას და ამ დამცირებას არ აპატიებს არცერთ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სააკაშვილს“.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია კი ხელისუფლების მიერ გლეხების კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ის არ მიუთვისებია და გაყიდული მიწები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.