საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა.
„დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს
მილოცვა
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ,
მთელი გულით გილოცავ შენ, ასეთ გამორჩეულ, არაორდინალურ ადამიანსა და პოლიტიკოსს, 80 წლის იუბილეს!
დიდად ვაფასებ ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთგაგებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ და გულახდილად განვიხილოთ ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული საკითხი.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის ახალი ხარისხი შეგვეძინა, ასევე ბევრი რამ გაგვეკეთებინა მსოფლიო არენაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
გულწრფელად გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და წარმატებებს. გთხოვ, საუკეთესო სურვილები გადასცე მელანიას და შენი ოჯახის ყველა წევრს.
ვლადიმერ პუტინი“.