პოლიტიკა
აქცია „მეც დევნილი ვარ!“ ევროსაბჭოს თბილისის ოფისთან

mec_devniliთბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ევროპის საბჭოს ოფისთან გაიმართება აქცია სახელწოდებით  „მეც დევნილი ვარ!“.

როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ის უკავშირდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრ თინა აკეტოფტის საქართველოში ვიზიტს.

მათ სურთ, სტუმარს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა 18 ივლისს დევნილების იძულებით გამოსახლებისა და უფლებების შელახვის მესამე ეტაპი, რის შედეგადაც დაზარალდა ასეულობით დევნილი ოჯახი.

აქციას შეუერთდებიან დევნილთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები.

თინა აკეტოფტი საქართველოს რამდენიმე დღით ეწვია. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს, სტუმარს აჩვენოს კომპაქტური ჩასახლების ადგილები და დაანახვოს, რომ დევნილები კმაყოფილი არიან.