აქტუალური
თამარ ჩერგოლეიშვილი: ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგს აზიარებს.

ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

„ოპოზიციური ალიანსის“ სახელით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და ზურაბ ჯაფარიძემ, რომლებმაც განაცხადეს: „სტაბილურობა გვინდა, მაგრამ არა თავისუფლების ჩახშობის ხარჯზე, ამერიკასთან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ არა იმ რეჟიმის მეშვეობით, რომელიც აშშ-ის მეგობრებს დევნის“.