საზოგადოება
მორიგი სამთავრობო TV-ტყუილი

xobiზუგდიდი. 20 სექტემბერი. საქინფორმი. საზოგადოება ნაციონალური ტელევიზიების მხრიდან მთავრობის პიარისა და მორიგი ტყუილის მომსწრე გახდა – 17 და 18 სექტემბერს ნაციონალური მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ხობის საერთაშორისო ფესტივალი მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარეობდა. კონცერტის წამყვანმა ხობის ამფითეატრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ამისთვის მადლობაც კი გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ხობის ფესტივალის სულისჩამდგმელი ჩვენი მთავრობაა“. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხობის მეგრული ენის ფესტივალისთვის თანხები საქველმოქმედო ფონდმა „ხობმა“ გაიღო, რომლის პრეზიდენტიც ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი გოდერძი ბუკიაა.

შეგახსენებთ, რომ ხობის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალი ხობში წელს მეხუთედ ჩატარდა.