პოლიტიკა
პირველი „ტურიზმის კარიერის კვირეული“ 19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს. დასასწრებად საჭიროა მხოლოდ ვებგვერდზე www.careerweek.ge დარეგისტრირება. ღონისძიების ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ. დასასრულ, 24 სექტემბერს, ჩატარდება „კარიერის დღე“, სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, გაესაუბრონ მათ, დაუტოვონ cv და შემდგომში დასაქმდნენ.
კვირეულის მიზანია დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლება კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით.