პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება საქართველოში

   საქართველოში დამკვიდრებული და უცხოეთში გავრცელებული წარმოდგენა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თითქოსდა ის აკონტროლებს ხელისუფლების თითოეულ ნაბიჯს, არის უცხოური დაზვერვების მიერ შემოგდებული დეზინფორმაცია. ამ ნარატივის მიზანია საქართველოში რუსი ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ დიქტატორული რეჟიმის შესახებ ლეგენდის შექმნა“,განაცხადა ინტერვიუში ქართველმა პოლიტიკოსმა, პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი- გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფო შეთქმულების ნიშნებს, რომლის მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ადგილობრივი დიპ სტეიტის მიერ უცხოელ აგენტებთან გავლენის აგენტებთან და სპეცსამსახურების აგენტებთან ტანდემში.

   არნო ხიდირბეგიშვილი: მას შემდეგ, რაც 26 მაისს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომელიც თბილისში მოვლენების მონიტორინგისთვის ჩამოვიდა, დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, გააქტიურებენ „ბ“ გეგმას. იმიტომ, რომ „ა“ გეგმა —სახელმწიფო გადატრიალების რიგით მე-6 მცდელობა პარლამენტის შენობის შტურმით, რომელიც ამჯერად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს, — სამარცხვინოდ ჩავარდა. წინა მცდელობა საპრეზიდენტო სასახლის შტურმით ადგილობრივ არჩევნებს — 2025 წლის 4 ოქტომბერს დაამთხვიეს. ამჯერად სამთავრობო შენობების არავითარი შტურმი და „მოლოტოვის კოკტეილი“ ხსენებაშიც კი არ ყოფილა. მომიტინგეებს რუსთაველზე თავისუფლად შეკრების საშუალება მისცეს, მაგრამ მათ მიტინგის წესიერად ჩატარებაც კი ვერ შეძლეს: ვიღაცამ რაღაც წაიწრიპინა გაფუჭებულ მიკროფონში და ბრბო დაიფანტა, როგორც ცხვრის ფარა მწყემსის გარეშე.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისინი აღარასოდეს შეიკრიბებიან? განა ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს? სად წავლენ ალიანსში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები?

ყველა ეს პარტია, მათ შორის სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია, ეს მაქსიმუმ 5 ათასი ზომბირებული რადიკალია, რომლებიც რუსთაველზე ვიხილეთ, თუმცა 4 ოქტომბრის ფიასკოს შემდეგ 7 თვის განმავლობაში გაძლიერებულად აანონსებდნენ „26 მაისის სახალხო რევოლუციას იმავე დღეს ხელისუფლების დამხობით“. სხვათა შორის, ამ 5 ათასში ბევრი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული მოქალაქე იყო. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების არაერთი ალოგიკური ირაციონალური ქმედება ერთი შეხედვით პარადოქსად გამოიყურება, მაგრამ მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა.

და რა არის მიზეზი? მოგვიყვებით გეგმის შესახებ? რას შეიძლება მიმართოს შერცხვენილმა ოპოზიციამ, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის 6-მა მცდელობამ მარცხით ჩაიარა?

„ბ“ გეგმას მე ვუწოდებ უცხოური დაზვერვების ანალიტიკურ დეპარტამენტებში შექმნილ ახალ ტაქტიკას, რომელსაც საქართველოში მათი ემისრები ახორციელებენ. ის მდგომარეობს პროვოკაციების სერიისა და საბოტაჟის ორგანიზებაში, რათა გამოიწვიოს სახალხო პროტესტი -  უმრავლესობის პროტესტი, დათესოს უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში, რომლებიც თავადვე მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას. ანუ, რადგან ოპოზიციის ძალებით, მისი მიზერული ელექტორატით, ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, გადაწყვიტეს ხელისუფლების შეცვლა ... თავად ხელისუფლების ელექტორატის ძალით! ჭკვიანურადაა მოფიქრებული, ვერაფერს იტყვი.

  ამგვარად, საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ნიშნებთან და შემთხვევით არ მითქვამს, რომ საქმე ბევრად უფრო ღრმადაა. საქმე ეხება „ღრმა სახელმწიფოს“, კლასიკურ „Deep State“-ს, რომელიც დიდი ხანია ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურებში და რადიკალურ ოპოზიციასთან ფარულად სინქრონულად მოქმედებს. ანუ, ხელისუფლების წარმომადგენლები განგებ იღებენ კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იწვევს ყველა მოქალაქის უკმაყოფილებას და რომლებსაც მაშინვე იყენებს ოპოზიცია ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საბაბად. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან იმდენად სულელები, რომ შეცდომები შემთხვევით დაუშვან - არა, ეს აშკარად „ღრმა სახელმწიფოს“, „დიპ სტეიტის“ ძირგამომთხრელი მოღვაწეობაა! სხვა ვერსია მე არ გამაჩნია.

 ნათელი მაგალითია — ჯანდაცვის სამინისტროს უარი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის შეძენაზე. ამ ბავშვების მშობლები და ოჯახის ახლობლები ხელოვნურად აქციეს ხელისუფლების სასიკვდილო მტრებად. მეტიც - მთელი საქართველო, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერები, ამ შემთხვევაში ამ უბედურების მხარეს არიან! მით უმეტეს, როდესაც ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები, გადასახადის გადამხდელთა თანხმობის გარეშე, სხვადასხვა ზედმეტობებში იფლანგება.

ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, შეგიძლიათ კიდევ მოიყვანოთ საქართველოში ასეთი პროვოკაციებისა და საბოტაჟის ფაქტების რამდენიმე მაგალითი?

რა თქმა უნდა, მოვიყვან პროვოკაციებისა და საბოტაჟის მაგალითებს, რომლებიც, ჩემი აზრით, სახელმწიფო შეთქმულების კომპონენტებს წარმოადგენს. სხვათა შორის, მოსკოვში, ბრიუსელისა და ვაშინგტონისგან განსხვავებით, საკმაოდ თავისებური წარმოდგენა შეიქმნა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, არ არის გამორიცხული - მერკანტილური განდგომილებისა და საეჭვო რეპუტაციის სხვა არაკომპეტენტური წყაროების წყალობით. ყოველ შემთხვევაში, თუ ვიმსჯელებთ გახშირებული კომენტარებით, რომლებსაც ჩვენ ვიგებთ  გათიშული რუსული საინფორმაციო ტელეარხების მიუხედავად, მოსკოვში, როგორც ჩანს, შექმნეს საკუთარი მოდელი, საკუთარი ლოგიკის პრინციპზე აგებული და მასვე მიჰყვებიან. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ყველაფერი ასე სწორხაზოვნად არ არის და ოფიციალური თბილისის მოქმედებების გათვლა პრინციპით „ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას“ გაუმართლებელია.

  თუმცა, თემას გადავუხვიე, თქვენ მთხოვეთ პროვოკაციებისა და საბოტაჟის ფაქტების მაგალითები, ინებეთ, მაგალითი პირველი: პარლამენტში შეიქმნა კომისია საქართველოში კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შესასწავლად. ამ კომისიის თავმჯდომარე, გვარად ბერეკაშვილი, სხვათა შორის - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თავიდან ყველანაირად ცდილობდა კომისიაზე დაბარებული ქართველი ბიზნესმენების მხილებას ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე ზემოგების მიღებაში. მაგრამ ამ სპექტაკლის ფინალი სრულიად განსხვავებული იყო: კომისიის ამ თავმჯდომარემ, კომისიის წევრებთან შეთანხმების გარეშე, გამოაქვეყნა კაზუისტიკური ანგარიში, რომელშიც ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს, შემდეგ კი ტელევიზიით, აკანკალებული ხმით და თვალდახრილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენები, თურმე, მაღალ ფასებში დამნაშავენი არ არიან... ამ დროს კი ფასები არ დაცემულა, არამედ პირიქით - კიდევ უფრო გამომწვევად გაიზარდა!

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგრეთ წოდებული ბიზნესმენების ნახევარი (ჩემი აზრით კი — სპეკულანტების, რომლებიც სურსათისა და მედიკამენტების გადაყიდვით არიან დაკავებულნი) სააკაშვილის ხელისუფლების სპონსორები იყვნენ, სახეზეა საბოტაჟი, რომლის მიზანია საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობის უმრავლესობის რისხვის პროვოცირება მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც, აქაოდა, უძლური აღმოჩნდა მდიდარი სპეკულანტების მცირე ჯგუფის წინაშე! და თბილისელებმა მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ამ ბიზნესმენებმა ფული შეაგროვეს და მოისყიდეს კომისიის ზემოხსენებული თავმჯდომარე, რომელმაც უცებ მკვეთრად შეიცვალა აზრი. გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა გამორიცხულია: ეს თავმჯდომარე — ასევე ბიზნესმენია, ამიტომ ფასწარმოქმნა მისთვის მშობლიური სტიქია იყო ბევრად უფრო ადრე, სანამ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი გახდებოდა. მაგრამ კორუფცია რომ გამოვრიცხოთ, ვერსია იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარე ფარულად თანამშრომლობს ოპოზიციასთან ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით, მისი დისკრედიტაციისა და შეცვლისთვის, ანუ არის „დიპ სტეიტის“ ტიპური წარმომადგენელი, ძალიან დამაჯერებელია და მისი გადამოწმება სუს-ის კომპეტენციაა. გაცნობიერებულად თუ შემთხვევით, ბერეკაშვილის ქმედებებმა ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი და უარყოფითად იმოქმება ხელისუფლების იმიჯზე, ირიბად აისახა ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

  კიდევ ერთი მაგალითი: საქართველოში ცოტა ხნის წინ შემოიღეს მაღალი ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ყველაზე მაღალი — ავარიული სიტუაციის შემქმნელი მანევრებისთვის. ამავე დროს, საკვების სწრაფი მიტანის „Glovo“-სა და „Wolt“-ის კურიერები მოტოციკლებით სპეციალურად ქმნიან ასეთ სიტუაციებს: „უჭრიან“ გზას ავტომობილებს მარჯვნიდან და მარცხნიდან, არ იცავენ ზოლს და მკვეთრად გადადიან სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე, ველოსიპედის ბილიკებსა და Bus Line-ზე, მაგრამ მათ... არ აჯარიმებენ! საპატრულო პოლიცია ამ მოტოდამრღვევებზე უბრალოდ არ რეაგირებს, სანამ მათ ვინმე არ გაიტანს. აი მაშინ ბრალი მთლიანად ეკისრება ავტომობილის მძღოლს, თუმცა შემთხვევის თავიდან აცილება, დამუხრუჭების მოსწრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხოლო როდესაც მათ სიგნალს აძლევენ ან ქვეითები აღშფოთებას გამოთქვამენ, კურიერები გამომწვევად გადადიან შეურაცხყოფაზე, იქცევიან აგრესიულად, რითაც პროვოცირებას უწევენ მეორე სამართალდარღვევას — ფიზიკურ დაპირისპირებას, ან თავადვე გადადიან ხელჩართულ ჩხუბზე. თანაც ყველა ისინი მსგავს შემთხვევებში ერთნაირად მოქმედებენ, თითქოს ინსტრუქციის მიხედვით. მათზე ჩივილი შეუძლებელია — მათი დამსაქმებლები საზღვარგარეთ არიან, ესპანეთსა და აშშ-ში. თუმცა ინსტრუქციებს მათ გაცილებით ახლოს, თბილისში აძლევენ: სწრაფი მიტანის ყველა კურიერი რადიკალური ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია, ისინი ღიად მონაწილეობენ თავიანთი მოტოტრანსპორტით მიტინგებში და ასევე მათ ორგანიზებაში.

  ვინ გასცა საპატრულო პოლიციისთვის ფარული განკარგულება, რომ ჯიუტად არ შეემჩნიათ ხულიგნების ეს დანაშაულებრივი ბანდები დედაქალაქის ქუჩებში?! შემთხვევით შსს-ს სტრუქტურაში სავარაუდოდ მოქმედი „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებმა ხომ არა? რა უფლებით არ ვრცელდება ქუჩებში მქროლავ მოტოკურიერებზე, თუ ისინი საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი მონაწილეები არიან, ჯარიმები ავარიული სიტუაციების შემქმნელი მანევრებისთვის?! ამის შემდეგ რა დამოკიდებულება ექნება ხელისუფლების მიმართ თბილისში მილიონნახევარი ავტომობილის მძღოლს — მილიონნახევარ ამომრჩეველს, რომლებიც ისედაც „ცხოვრების ნახევარს“ საცობებში ატარებენ მერიის გაუმართლებელი ექსპერიმენტების გამო?!

  ან იქნებ „Glovo“-სა და „Wolt“-ის მოტოკურიერებს „კრიშავენ“ პოლიციის იგივე უფროსები, რომლებმაც ამ დღეებში უბრძანეს ხელქვეითებს ფიზიკურად გასწორებოდნენ ბანკის ახალგაზრდა მენეჯერს გორში, ზუსტად გაიმეორეს რა ციხეში პატიმრის ჯგუფური ცემის სცენა სააკაშვილის დროს?! ამ ამაზრზენი ვიდეო 2012 წელს ქსელში მოხვდა, ის ნახეს ევროპასა და აშშ-ში, ის გახდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის ერთ-ერთი წინაპირობა. როგორ გამოვიდა, რომ სცენა გორის ტყეში, სადაც პოლიციელებმა საცოდავი ადამიანი ანგარიშსწორებისთვის შეათრიეს, ვიდეოკამერაზე მოხვდა? ვინ გასცა ბრძანება თანამშრომლისთვის, გადაეღო წამების ეს სცენა მობილური ტელეფონით - ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის დროს ციხეებში წამების ყველა სცენას „ვიღაცის“ დავალებით იღებდნენ ვიდეოზე, რათა მსგავსი კომპრომატით რეჟიმი დაემხო! როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამას აკეთებდნენ მერაბიშვილის ბრძანებით, რომელიც ერთდროულად რეჟიმის „ხერხემალიც“ იყო და ხელმძღვანელობდა „დიპ სტეიტს“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ფიასკოს შემდეგ რეჟიმის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ სამუშაოს ეწეოდა.

  აი რატომ იყო უზარმაზარი შეცდომა შსს-სთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს ლიკვიდაცია, რომელშიც შედიოდნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. მარტო მთავარი პროკურატურა, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, ორგანოებში „დიპ სტეიტის“ საცეცების გამოვლენას ვერ გაუმკლავდება. მით უმეტეს, რომ პროკურატურის სისტემაშიც სავარაუდოდ „დიპ სტეიტის“ ბევრი წარმომადგენელია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან დღევანდელი ხელისუფლებით.

  მაგალითები ძალიან ბევრია და არ გაგიკვირდეთ, თუ საქართველოში მსგავსი პროვოკაციები და საბოტაჟის ფაქტები მომავალშიც გაგრძელდეს. მაგალითად, თბილისში გაჩნდა დამნაშავეთა მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ბანდები, რომლებიც შეხვედრებზე იტყუებენ, შემდეგ კი სასტიკად სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს, იღებენ ამ სადისტურ სცენებს ვიდეოზე და ავრცელებენ ქსელში. როგორც ხედავთ, ერთი ხელწერაა - გადაიღო ვიდეოზე და გაავრცელო ინტერნეტში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დამნაშავე - პოლიციელი თუ არამზადა სამოქალაქო პირი. მაგრამ რაც უფრო მკაცრად დასჯის დღეს ხელისუფლება პოლიციელებს, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას ან სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, მით უფრო უარესად მოეკიდებიან თანამშრომლები თავიანთ მოვალეობებს და დანაშაული საქართველოში მკვეთრად გაიზრდება, რაც გამოიწვევს ყოველდღიურად სულ უფრო დაუცველი მოსახლეობის რისხვას! და იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება პოლიციური რეჟიმი იყო, ეპოლეტებიან ურჩხულებსა და ზონდერბრიგადებზე ყველა დაივიწყებს, სამაგიეროდ ოპოზიცია შეახსენებს, რომ „მიშას დროს ავტომობილებს ქუჩაში ღიად ტოვებდნენ“! და ეს მართლაც ასე იყო, რადგან სააკაშვილის ლოზუნგით „ყველა — ციხეში!“ „ქურდულ მენტალიტეტთან“ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოში რუტინული საყოფაცხოვრებო დანაშაულები არ არსებობდა, ციხეები გადაჭედილი იყო უდანაშაულოებით, რომლებსაც აწამებდნენ და კლავდნენ.

ბატონო არნო, ნუთუ ამ ყველაფრის შესახებ არ იცის ბიძინა ივანიშვილმა?

საქართველოში და უცხოეთში დამკვიდრებული წარმოდგენა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თითქოს ის ხელისუფლების თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს, არის წამყვანი უცხოური დაზვერვების მიერ შემოგდებული დეზინფორმაცია, რომელეც გაავრცელა ადგილობრივმა „დიპ სტეიტმა“ უცხოელ აგენტებთან — რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტანდემში. ამ ნარატივის მიზანია „დიქტატორული რეჟიმის“ შესახებ ლეგენდის შექმნა საქართველოში „რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ“. ანუ დეზინფორმაცია ივანიშვილის შესახებ — ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ერთ-ერთი კომპონენტია: „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობამ იმედი უნდა გაიცრუოს ხელისუფლების ვითომდა პრორუსულ პარტიაზე, რომელსაც ხმას აძლევდნენ 13 წლის განმავლობაში! მათ უნდა დაიჯერონ, რომ მისი ლიდერი — „რუსი ოლიგარქი“ მილიარდერი ივანიშვილი - ყველაფრის შესახებ მშვენივრად ინფორმირებულია, მაგრამ მას, თურმე, მიუფურთხებია უბრალო ხალხის გაჭირვებისთვის!

სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსნებს დღეს ყველგან იხილავთ — პარლამენტში, უმრავლესობის სავარძლებში, ძალოვან სტრუქტურებში, სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში! აი, ის „მშობლიური“ ქართული „დიპ სტეიტი“, რომელსაც ზოგიერთები ევროპასა და აშშ-ში ეძებენ და ვერ ამჩნევენ საკუთარ ცხვირწინ! განა ისინი, ვინც ინიცირება გაუკეთა პარლამენტარების მაღალ ხელფასებსა და მინისტრების პრემიებს — იმ დროს, როდესაც სურსათი და მედიკამენტები მიუწვდომელია გაღატაკებული მოსახლეობის უმეტესობისთვის ასტრონომიულად მაღალი ფასების გამო, — არ არიან ადგილობრივი „დიპ სტეიტის“ ნამდვილი წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს გადაამტერონ?! ვის შეიძლება მისცეს ხმა ამის შემდეგ ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთთან მისვლისას? საუკეთესო შემთხვევაში — ყველას გადახაზავს!

  ხოლო „დიპ სტეიტის“ მიერ ორგანიზებული ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ნეიტრალიზაციის არაპოპულარული მისია კვლავ წილად ხვდება ბიძინა ივანიშვილს და იმ პატიოსან ადამიანებს, პატრიოტებსა და ნამდვილ პროფესიონალებს, რომლებიც დღეს უკანა პლანზე არიან გადაწეულნი...

2026 წლის 30 მაისი
საქართველო, თბილისი