აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

prezzzთბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, გაეროს გენერალური ასაბლეის 66-ე სესია 19-23 სექტემბერს ნიუ იორკში გაიმართება. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებული დელეგაციაც. როგორც ნინო კალანდაძემ განმარტა, ქართულ მხარეს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება, გაეროს წევრებთან ურთიერთობა უფრო მეტად გააღრმაოს. გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებიც თავიანთ კოლეგებთან.