სამართალი
ერთ-ერთმა თვითმხილველმა საპატრიარქოსთან მომხდარი შემთხვევის შესახებ ისაუბრა

საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საპატრიარქოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა 20 მაისს მომხდარი შემთხვევის შესახებ ისაუბრა, როცა საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა.

 მისი თქმით, შეჯახების შედეგად საპატრიარქოს ჭიშკარი ჩამოვარდა.

საპატრიარქოს თანამშრომელი ჰყვება, რომ ავტომობილის მძღოლი აგრესიული იყო, ბოთლებს ისროდა და ილანძღებოდა.

ტაქსის მანქანა პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი და თანამშრომლის მანქანას დაეჯახა. ჩვენ ოთახებში ვიყავით. ძალიან ძლიერი დაჯახება იყო, წარმოიდგინეთ, ჭიშკარი პირდაპირ ჩამოინგრა. მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, ილანძღებოდა, ისროდა ბოთლებს, შემდეგ გავიგეთ, რომ შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს“, – განაცხადა საპატრიარქოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა 20 მაისს შევარდა. შემთხვევის შედეგად შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.

პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.