სამართალი
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა 20 მაისს შევარდა. შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.