სამართალი
ანდრეი სიბიგა: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვედროდა.

როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ფართო ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.

საუბარი პირდაპირი გაგრძელება იყო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის ბოლოდროინდელი დიალოგისა. განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. განვაგრძობთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.