პოლიტიკა
საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრი ესტუმრება

paseთბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი თინა აკეტოფტი ესტუმრება.

თინა აკეტოფტი შეხვედრებს 20 სექტემბრიდან დაიწყებს და საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სტუმარი შეხვედრებს გამართავს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

ასევე შეხვედრები შედგება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი ფორჩხიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი თიშკიევიჩთან, წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სტუმარი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზონასაც დაათვალიერებს.

საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდება.