პუბლიკაციები
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ძირითადი მოხსენება წარადგინა საქართველოს რუსული ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარემ, საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბეჟენცევმა. მისი თქმით, წარსულთან მყარი კავშირის გარეშე შეუძლებელია აწმყოს წარმოდგენა და ამიტომ მსგავსი სახის პატრიოტულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემისთვის.
დისკუსიის მონაწილეებმა ცალკე განიხილეს იმ ღონისძიებების მომზადების საკითხი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება და თანამემამულეების ძალისხმევით იქნება ორგანიზებული.