სამართალი
საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.