თბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებებს ღვინის ექსპორტის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პარტიის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების შედეგებზე მიხეილ სააკაშვილმა არაერთი განცხადება გააკეთა ამ ინიციატივების წინააღმდეგ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იგი მიმართავს სააკაშვილს: „მიშა, თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიხარ იმიტომ, რომ ეს არის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივაა, გთავაზობ: გახადე ეს შენი პარტიის ინიციატივად, შენ გააკეთე პროპაგანდა ამ საკითხზე, შენ გადაიღე კლიპები და ხელს ნუ შეუშლი ამ საქმეს. ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები ვართ პოლიტიკაში, არჩევნებში, მაგრამ ამით არ უნდა დაზარალდეს ქართველი გლეხი და ქართული სოფელი.