მიხაილ არკადიევს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ უთხოვია
თბილისი, 16 სექტემბერი,
საქინფორმი. რუსმა დირიჟორმა მიხაილ არკადიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში დასაქმების შესახებ წერილი მისწერა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს, რადგან მას საქართველოს პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ უთხოვია.
„ეს საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრის მაგვარია“, – აღნიშნა დირიჟორმა და დასძინა, რომ მზად არის, ეს საჩუქარი მიიღოს და საქართველოში დარჩეს, თუ იქ სამუშაოს მისცემენ.
თუმცა, რუსი ხელოვანის თქმით, რუსეთის მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეობაზე არ გაცვლის.
შეგახსენებთ, რომ არკადიევი რუსეთის „წყნარი ოკეანის სიმფონიური ორკესტრიდან“ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ვლადიმერ პუტინის „სახალხო ფრონტში“ გაერთიანებაზე უარი განაცხადა.