აქტუალური
საშტაბო წვრთნები „Eternity-2011“ საქართველოში

uchenia3თბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 18-დან 25 სექტემბრამდე საქართველოს დედაქალაქში ტარდება საშტაბო წვრთნები „Eternity-2011“ კომპიუტერული მხარდაჭერით.

როგორც სწავლების ორგანიზატორები აღნიშნავენ, წვრთნებში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამხედრო სტრუქტურები, აგრეთვე, მილსადენების დაცვაზე პასუხისმგებელი დანაყოფები და კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი სწავლებები ყოველწლიურად ტარდება რიგრიგობით ერთ-ერთ მონაწილე სახელმწიფოში, რათა უზრუნვეყოფილი იქნეს მილსადენების საიმედო დაცვა.

წვრთნები სიმულაციური ფორმით ტარდება.