პოლიტიკა
სააკაშვილი ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს მოელის

saaka_natoთბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე მომავალი წლისთვის პროგრესს მოელის“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ რუსულენოვან  უკრაინულ გაზეთ „Сегодня“-თან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, რომ გვექნება წინსვლა ნატოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, მომავალ წელს. ჩიკაგოში დაგეგმილია ნატოს სამიტი, რომელიც, ვიმედოვნებ, რომ შეაფასებს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეულ პროგრესს, ეს კი სახეზეა“, – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში.

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც შევლენ ნატოში, და მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მე ერთდროულად რეალისტურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ გადავეშვე ზედმეტ ოპტიმიზმში, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს. რაღა თქმა უნდა, რომ ბევრი რამ დაკავშირებულია მსოფლიო პროცესებთან... მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარები. მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, ვცდილობ, კონცენტრირება პოზიტივზე მოვახდინო“, – განაცხადა მან.