პუბლიკაციები
ამერიკას სურს ყელში წაუჭიროს ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ „შუა დერეფანს“ — ისევე, როგორც „ყულფი გადააცვა“ ჰორმუზის სრუტეს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი ირანულ ნავთობს იღებდა. ეს „ვიწრო ადგილი“ სამხრეთ კავკასიაა: ზანგეზურის დერეფანი — „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) სომხეთ-ირანის საზღვარზე გადის; უფრო მოხერხებული და უსაფრთხო „ქართული მარშრუტი“, საქართველოს გავლით. საქართველოზე ასევე გადის აზერბაიჯანიდან წამოსული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი (Black Sea Energy), რომელიც ევროპას ელექტროენერგიით ამარაგებს. ამიტომ საქართველო არის სახმელეთო „ჰორმუზის სრუტე“: მასზე კონტროლის მოპოვებით აშშ ჩინეთსა და ევროკავშირს „ყელში წაუჭერს“. აი, რაში სჭირდება ამერიკას საქართველო.