პუბლიკაციები
ისტორიის უარყოფა ნიშნავს - წააგებ მომავალს

 უდღეური „ მენშევიკური“ მთავრობის ლიდერის, ნოე ჟორდანიას, შეფასებით: ჩვენი წარსული ეროვნული ცხოვრება სირცხვილის, დაგმობისა და უარყოფის გარდა სხვა არაფრის ღირსი არ არის. მის საფრანგეთის პრეზიდენტთან ნათქვამიდან: _ წამოღებული გვაქვს ხაზინა და ეროვნული განძი, ერთ ხანს შეგვეშველება. „მენშევიკების“ ნათქვამიდან: _ ილია დარჩა მარტოდმარტო, უამხანაგო, უკარისკაცო და ასე მარტოდმარტო დაიღუპა. მათივე წაქეზებულმა ბრბომ 1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისული ილია კინაღამ ჩააქოლინეს.

საქართველოს უამრავმა დამპყრობმა გადაუარა და ააოხრა, მაგრამ ეროვნული განძი გადარჩა. მენშევიკურმა მთავრობამ კი ყაჩაღურად გაიტაცა დაუთვლელ, აღურიცხავ, აუწონავ-შეუფასებელი კალათებში და ტომრებში ჩაყრილი ფრანგულ კრეისერ „რენანზე“ ატანილი მეზღვაურებმა ყუთებში გადაიტანეს ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. 248 ყუთიდან 29 დარჩენილი, ისიც საფრანგეთის საკუთრებაში გადასული, ძლივს დაბრუნდა საქართველოში, სტალინის მეშვეობით.

ყაჩაღურად გატაცებული და განიავებული განძის მცველობას სპეტაკ და პატიოსან ექვთიმე თაყაიშვილს ისე მიაწერენ, თითქოს იმ ყუთებიდან ბუზიც კი არ ამოფრენილიყოს.

ვინ კითხავდა ექვთიმე თაყაიშვილს, როცა განძს დასეული ჰყავდა „მენშევიკური“ ემიგრაცია, მათი დიდი ნაწილი ფაშისტებთან რომ გადაბარგდა, მათი თანამოაზრე მწერალი, მუსოლინისა და გიტლერისადმი მიძღვნილი ქება-დიდებისათვის ნიურბერგის პროცესზე გადაცემას ძლივს გადაურჩა. ფაშისტების ანასხლეტი თიმსალ-მაქო, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ღალატად შემოტენილი, ქართველი ერის ჯანმრთელ სხეულზე საზარელი დაავადების მატერებელი პარაზიტივით უშფოთველად დასეირნობს.

ახლა გავარკვიოთ, ჟორდანიას შეფასებით უდღეური „მენშევიკების“ პარპაში იმსახურებს სირცხვილს, დაგმობას და უარყოფას, თუ ამჟამინდელ თავზე ხელის გადასმას?!

სამყაროს გარიჟრაჟიდან მომავალ უძველესი ცივილიზაციის ქართველ ერს უამრავი მტაცებლებით მოფენილ ეკალ-ბარდიან გზებზე სისხლისღვრით გამოუტარებია თავისი არსებობა. დაგლიჯეს, გვერდები მოაჭამეს, დაიტაცეს, გადაყლაპვა ეცადეს. ამგვარ საშინელებასთან უთანასწორო ბრძოლის პირობებში გაილია, დაპატარავდა, მაგრამ მაინც გადარჩა და შეძლო, კაცობრიობის საგანძურში თავისი წვლილის შეტანა. ქართველი ერი უსპეტაკესი ტრადიციებით, ეროვნულობით, კაცთმოყვარეობითა და სხვა მრავალი ადამის მოდგმის საამაყო თვისებებით ის პატარა მარგალიტია, რომლის მოფრთხილება თანამედროვე ცივილიზაციის მოვალეობაა და არავის ეპატიება მისი შებღალვა.

ქართველ ერს მოსასპობად ყბადაღებულ მტრებთან ბრძოლაში არც ერთი მოკავშირე, მხარდამჭერი, თანამებრძოლი და მფარველი არ ჰყოლია. ყოფნა-არყოფნის ყველაზე საბედისწერო ჟამს გამოჩნდა ერთმორწმუნე რუსეთი, რომლის დახმარებით და მფარველობით შვებით ამოისუნთქა, მხრებში გაიშალა, გაერთიანდა და გამრავლდა. რუსი ხალხის ქართველებთან ურთიერთობას მხარდაჭერა, დახმარება, გვერდში დგომა და ურთიერთპატივისცემა ედო საფუძვლად. შედეგად, რუსეთთან ძმობის პერიოდი საქართველოს აღორძინების ხანად იქცა. რაც ესოდენ აღიზიანებდა და აღიზიანებს დასავლეთის იმპერიალისტურ ბოროტებას.

უძღები, ეგოისტი, უმადური, თავისი ქვეყნის უბედურად მოვლენილი მუხთალი არსებებისაგან დაცული არც ერთი ერი არ არის. თუ მათი სიმრავლით ისეთი დაავადებად შეეყარა, რომ მის იმუნიტეტს ადუნებს, მაშინ კი ამგვარი პარაზიტების პარპაშის პირობებში ხალხს ამქვეყნიური არსებობა ჯოჯოხეთად დაატყდება თავს.

საქართველოს კი პირველი დიდი უბედურება საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეეყარა, როცა ერის გამყიდველი, უძღები კარიერისტი - შევარდნაძე გაძვრა ხელისუფლების სათავეში და ქართველთა მოძულე პოლიტბიუროს წევრების საამებლად ქართველთა ავტორიტეტის შებღალვას შეუდგა.

საქართველოში დასავლეთის მიერ ეროვნულ მოძრაობად შემოღვარცოფებულმა უბედურებამ ყველა სასიკეთო ორგანო მოშალა და გააპარტახა. ყველაზე დიდი უბედურება შევარდნაძის მეორედ მოსვლით დაატყდა თავს. ამ პროცესმა პიკს შევარდნაძის მიერ მომრავლებული ნაციონალი ასპიტების საზარელი პარპაშის დროს მიაღწია. დაიწყეს სულიერების, საამაყო ტრადიციების, ზნეობის, ყოველგვარი სიწმინდის დასვრა და შებღალვა. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ობელისკების განადგურება; ჟურნალისტთა შენობის და ეკლესიის დარბევა. განსაკუთრებული გააფთრებით ებრძოდნენ ქართველი ერის სიამაყე - მწერლობას.სასტიკად დაარბიეს მწერალთა კავშირის შენობა და გააპარტახეს მისი არქივი. სამაგიეროდ, უბორნიის პოეტების სქესობრივად ბილწთა ლგბტ პარადის გრანდიოზულად მოწყობისათვის რეგიონებიდან მობილიზაციით ჩამოჰყავდათ ნაციონალთა აქტივისტები. მყრალი, გარყვნილი, სქესობრივად ბილწი, მწერლებად გასაღებული მჯღაბნელების აღზევება; საქართველოს დაქუცმაცების მიზნით დედაქალაქის ქუთაისში გადატანის მცდელობა.

ქართველ ერს იმთავითვე ამშვენებდა მისი საამაყო მწერლობა, სანამ ლგბტ სიბინძურით ამყრალებული ევრო-ატლანტიკური ძალადობა არ გაგვინებივრდა. გარყვნილი, სქესობრივად შებილწული და სამარცხვინო არსება ყოველთვის ჰყავს ერს, როგორც ტილი, რწყილი და ბაღლინჯო. მათი არსებობის არარაობად საქცევად სისუფთავით ბრძოლაა საჭირო და არა ბინძურ, ტილიან, გათავხედებულ-გაყოყოჩებულ ვითომ მფარველთან ჩახუტება.

ამჟამად კი ქართული მწერლობა ჰგავს საამაყო, დიდებულ წინაპრის საფლავზე მიგდებულ დამჭკნარ თაიგულს, განუწყვეტლივ რომ ისმის გომბეშოს ყიყინი, ბულბულის გალობის ნაცვლად.

რამდენი მწერლის ხელი შეახმა კალამს გაუსაძლისი გაჭირვების, უყურადღებობისა და შევიწროების გამო. დღეს მწერლისადმი ყურადღება ტყეში მაჟალოს შემგროვებლის დონესაც ვერ შესწვდება.

იოლი არ არის, ლგბტ სიბილწის დროშით კაცობრიობის გადასაგვარებლად მოლაშქრე კოლექტიური დასავლეთის ბრჭყალებიდან თავის დაძვრენა. სამშობლოს მოღალატეთა მიერ საქართველოსათვის ევრო-ატლანტიკური დაავადების ფსიქოზის შეყრამ, სტრატეგიული პარტნიორობით თავის მოტყუებით გაბითურებამ მათ ერთგულ გოშიად დაგვაკნინა. ისინი კი კაცობრიობის გადასაგვარებლად გაჩაღებულ ხანძარში შესაგდებ მსხვერპლად გვთვლიან. ამგვარ მიზნებს რომ ემსახურება, მათს სტრატეგიულ პარტნიორად შენიღბული სატყუარა უკრაინის მაგალითიც კმარა.

უკრაინა რუსეთის სხეულის ნაწილია, თვითონ უკრაინული ენა რუსეთის შვილობილია, რომლის სისტემაში მომყვანი საბჭოთა კავშირის მოქალაქე გრუშევსკი იყო. წითელი არმიის შიშით გამფრთხალმა ბენდერელმა ფაშისტებმა, ვინც მოასწრო, ევრო-ატლანტიკურ დასავლეთს შეაფარა თავი.

იმ კომუნისტური პარტიის, რომელმაც ჩინეთი უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყნად აქცია, რუსეთი კი თავის დიდებულების ზენიტში აიყვანა, მსოფლიოს ჩაგრული ხალხები პატივისცემით, ნდობითღ და ბედნიერი მომავლის იმედად რომ შეჰყურებდნენ მას, ეგოისტი, უმადური, „ველიკორუსული“ შოვინიზმით მოწამლული, თავისი ქვეყნის უბედურებად მოვლენილი არსებებით დაავადებამ; დასავლეთის სატანის მსახურ მოღალატეთა მომრავლებამ, მსოფლიოს ჩაგრული ხალხების თავისუფლებისა და ბედნიერი ცხოვრების იმედად სხივფენილ რუსეთს იმპერიალისტურ ველურ განუკითხაობაში შეაყოფინა თავი.

შოვინიზმით შეპყრობილ კარიერისტთა თავკაცებად გამძვრალ უმეცარ ეგოისტებს პირმოთნე მლიქვნელთა ქებით გაბერილ საპნის ბუშტზე დაკიდებულებს დაეშალათ საბჭოთა კავშირი და ზედ მიჰყვა ერთ დროს ხალხის ბედნიერებისათვის ბრძოლით გაძლიერებული, ახლა კი ქვეყნის მოღალატეთა მიერ დაუძლურებული, საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიად წოდებული, კონფორმიზმში თავშერგული მეშჩანთა ხროვა; ქვეყანა კი საშინელმა არეულობამ მოიცვა.

აირივნენ ნაციონალური სეპარატიზმით მოწამლული რესპუბლიკებიც. სახალხო დემოკრატიის ქვეყნები, რუსეთის მზეს რომ ფიცულობდნენ და რუსულ ენას ეუფლებოდნენ, რუსოფობიის ტყვედ ქცეულები ახლა რუსეთს უღრენენ, რომელიც ხრუშჩოვმა თავისი ტუტუცური როკვის არენად აქცია.

დასავლეთის გამოჩენილმა პოლიტიკოსმა _ ჩერჩილმა თქვა: _ კაცობრიობას არ ახსოვს ისეთი პოლიტიკოსი, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა მკვდარ კაცთან ბრძოლას მოანდომა და ასე სამარცხვინოდ წააგოვო. მან ეს ტაკიმასხარა ხრუშჩოვზე თქვა, მაგრამ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასაც კარგად მოერგო, რომელმაც სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ბრძნული ხელმძღვანელობით მიღწეული გიგანტური წარმატებების ღალატიანი ბოდვითი რეფორმებით დაკნინებული ქვეყანა დაშლამდე მიიყვანა.

ევრო-ატლანტიკურმა იმპერიალისტურმა ლგბტ დასავლეთმა სერბიიდან დაიწყო და ახლა უკრაინაში ლეწავენ უბედურების კალოს. ძალიან ეცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს ამ საზარელ ბოროტებაში საქართველოს შეთრევა. ჩვენ კი სამგლე გოჭივით ვეტმასნებით ევროპას, რომელიც ყბადაღებული მტაცებელივით მოგვჩერებია და ჩვენს გასაწირად ყოველგვარ ბოროტებას არ ზოგავს.

რანი ვიყავით და რას დაგვამსგავსეს!

ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდში ყვაოდა ქართული მწერლობა. საბჭოთა კავშირის დროს ხომ ბრწყინავდა საქართველო. რომელ ევროპულ ქვეყანას ჩამოვრჩებოდით, უაღრესად განვითარებული სახალხო მეურნეობით და ცხოვრების დონით; რა გვქონდა ევროკავშირში და ნატო-ში შესვლის სამათხოვრო?! ვინ გაგვიბედავდა ორი ხურუშიანის ერთმანეთზე დაქორწინებით ოჯახის სიწმინდის შერყვნის დაკანონების დაძლაებას?!

სად იყო ევროპა, ქართველებს რომ ჟლეტავდნენ და ბავშვების კალოს ლეწავდნენ?! ან როდის ვიყავით ევროპაში, ახლად გამოჩეკილი ლგბტ ვაი-ქართველები რომ გაჰყვირიან, ევროპაში ვბრუნდებითო, ან როდის დაგვხმარებია ევროპა, თუ არა პირიქით?!

კონტინენტური ევროპის მთელი ფაშისტები მოულოდელად თავს რომ დაგვესხნენ, ამ საზარელ სამამულო ომში პატარა საქართველოდან 300 000 მეომარი დაიღუპა. მთლიანად საბჭოთა კავშირიდან კი 27 მილიონზე მეტი, რომელმაც ამ ომის მთელი სიმძიმე გადაიტანა და ფაშისტური მხეცი თავისავე ბუნაგში მოახრჩო. ისინი იხოცებოდნენ კაცობრიობის ბოროტებასთან ბრძოლაში, ანგლოსაქსებმა კი პატარა საქართველოსხელა მსხვერპლი რომ გაიღეს, გაიმარჯვეს?!

რა ისეთი უხსენებელმა შხამმა უნდა მოწამლოს ქვეყანა, რომ დიდი რუსთაველის შეგონებით გამოწრთობილ ერს ბინძური ლგბტ მეძავები ისე მოუმრავლდეს, რომ მისი ჩამობერტყვა ესოდენ გაუჭირდეს. ამ გახრწნილთა დროშის ფრიალით კაცობრიობის გასარყვნელად მოლაშქრე ევროპის პარაზიტები იმუქრებიან, მათი ელჩი თავისი ლეგალური ხროვის თანხლებით თამამად ყბედობს საქართველოს საზიანოდ. ხელისუფლების ყველა საბრძანებელში კი ევროკავშირის დროშა უკიდიათ ბელზებელის ჯადოთი შეპყრობილებივით.

დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებაა! _ ძველი რომიდან მომავალი ეს შეგონება გაუხუნარია. განა შეიძლება, ქვეყნის მოღალატეთა ხროვას რადიკალური ოპოზიცია ეწოდოს?! პოზიციაა თუ ოპოზიცია, თავისი ქვეყნის კეთილდრეობისთვის უნდა იღწვოდეს.ესენი კი დასავლეთიდან დამფინანსებელი მფარველების მიერ საქართველოს უბედურებად დანთხეული ღვარძლით იკვებებიან და ქართველი ხალხის სახელით აყბედებულები საქართველოს უბედურებად როკავენ. ასე შეიყარა ლგბტ ლეგალური აგენტურის ირგვლივ მორალატეთა ნაგავი. ევროკავშირის წახალისებით და მხარდაჭერით თავხედობენ; დასავლეთის რეკომენდაციით წოდებული ბრძანებებით ახალგაზრდობის] გარყვნა-გადაგვარების მტვერს აყენებენ. ამგვარ დასავლეთის ლაქიათა მომრავლებულ საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპაციის სამარცხვინო ნაბოდვარი მუზეუმის შემთხზველებს ნამუსის ძარღვი როგორ უნდა მოსთხოვო, რაც მათმა წინამორბედებმა ყაჩაღურად გატაცებულ განძს ჩაატანეს?!

დასავლეთი იხრწნება. ევროპარლამენტის ნახევარი დაკომპლექტებულია ავანტურისტებით, მექრტამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, ახლა უკვე ნაკერებშიც ირღვევა. ისტორიის გაყალბებით და სიბილწის ქადაგებით ცდილობენ კაცობრიობა გარყვნილების მყრალიუ ჭაობის არსებათა ბუდედ აქციონ. ამ გახრწნილებთან სიახლოვე ყველა ადამიანური სისუფთავის დაბინძურების გარანტიაა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციისადმი საპატიო დახვედრამ და საქართველოსთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ ყოველგვარი წინასწარი პრეტენზიული მოთხოვნების გარეშე ჩინეთის პატივისცემის გრძნობამ შეიპყრო ყველა ქართველი მამულიშვილი. ასეთია ჭეშმარიტად საამაყო ქვეყანასთან პარტნიორობა და არა ევროკავშირის მიერ მუხლებად ჩამოთვლილი ერის გახრწნა-გადაგვარება, სქესობრივი სიბილწით დაბინძურების დაძალება; რომლის სახელმწიფოთა წარმომადგენლები ჩინეთში ყველის ვაჭრებივით მიიღეს.

ის დრო აღარ არის, ევრო-ატლანტიკური რვაფეხა დაუსჯელად რომ გუდავდა ურჩებს; სანქციებით რომ უნდოდათ რუსეთის დაშლა და ახლა საკუთარ ილეთზე წამოგებულ მოჭიდავესავით იხვეწებიან, ვიყინებით, გაზი მოგვაშველეო.

ევროპა ავანტურის გზით სიარულს არ ივიწყებს, ქრისტეს საფლავის განთავისუფლების საბაბით ჯვაროსნული ომი რომ წამოიწყო და მართლმადიდებლური ქრისტიანობის ბურჯის, ბიზანტიის მოსპობას კი ჩაუყარა საფუძველი. ამ ავანტიურის მთავარ წამომწყებ რომის პაპსაც შეუყანყალდა სავარძელი და ევროპის ცენტრსაც შეექმნა საფრთხე. მთავარმა ჯვაროსანმა ქვეყნებმა მათი ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო სიმბოლიკად აღარ ინდომეს და თავიანთი მარიონეტი ნაციონალების ხელით საქართველოს შეაჩეჩეს.

ახლა ლგბტ ლაშქრობაც შეერყათ. მათი ესოდენ სამარცხვინო დროშის ფრიალით ქვეყნის დაბინძურების მცდელობა თავიანთი ბილწი აგენტურის გახსენებასთან ერთად ისტორიის სანაგვეში ჩაიკარგება.

მოახლოვდა არჩევნები და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ სამშობლოს მოღალატეთა აგენტურას ყველა მერყევი ელემენტის მოსყიდვით და ძალადობრივი გაყალბებით საქართველოს მოსპობაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

გამორიცხული არ იყო, ასე მომრავლებული სატანის ლეკვთა აღვირახსნილი პარპაშიდან შეურაცხყოფილი საქართველოს მფარველი ღვთაების განაწყენება. საქრთველოს კი ყოფნა-არყოფნის, მძიმე განსაცდელის შემოტევა სატანის ბორგვასავით პერიოდულად თავს ატყდება. მაშ, რა უნდა ეწოდოს ვითომ დამოუკიდებელ საქართველოში დასავლეთის მიერ ასე უსაშველოდ მომრავლებულ გარყვნილების მომრავლებას?! რადგან „ქართული ოცნება“ თავდადებით იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად, მის დასამხობად მსუყედ დაფინანსებული, ნიღაბჩამოხეული ნაძირალები ყოველ სიბინძურეში მყრალდებიან.

თუ სამშობლო გიყვარს, ახლა სხლში ჯდომა და არჩევნების უნდობლობის გამო ამჟამად მონაწილეობის მიუღებლობა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ამ წუთისოფელში ყოფნის პარასკევები თითებზე სათვლელი რომ მაქვს და სიარულიც მიჭირს, მაინც შევძელი ახალი პირადობის მოწმობის აღება, რადგან მეგონა, ახალ ტექნიკურად სრულყოფილ არჩევნებში შეიძლება, ძველი პირადობის მოწმობა არ მიეღოთ.

მოახლოებულმა საზარელმა საფრთხემ ხალხი გამოაფხიზლა და შედეგად დასავლეთი თავისი აგენტურით რომ უკვე წინასწარ ზეიმობდა, ხალხის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდა. გაცოფდა, აბობოქრდა, გადაირია ევრო-ატლანტიკური ძალადობა და თავისი სიმყრალე მთელი შესაძლებლობით ამოანთხია.

სამშობლოს ერთგული ყველა რიგითი ქართველი ბოროტებით დამახინჯებულ ბოდვაზე სცნობს მოღალატეს და მოთმინებით ელოდება მათთვის დამსახურებულ სამაგიეროს მიზღვას. არადა პორნოლიბერალური დასავლეთი, მათ დასჯას კი არა, ხელისუფლების მისატაცებლად ყოველგვარ უსირცხვილოდ ყბაღია და ძალადობრივ მეთოდებს არ ერიდება. დასავლეთის მუქარით შეზღუდული, ხალხის იმედად არჩეული და დასავლეთის შემყურე ხელისუფლება თუ სათანადოდ ვერ შეძლებს პასუხი აგებინოს და მასთან პინკ-პონკის თამაშის მსგავს თამაშს გააგრძელებს, მაშინ მართალი, სპეტაკი, მორალურად და ზნეობრივად ცხოვრებით დამშვენებული ხალხის სამსჯავრო უფრო მკაცრი და უკომპრომისო იქნება.

მედროვე ბღენძ ფუნქციონირებს მინდა, შევახსენო, რომ ორ სკამზე ჯდომას ორი საჯდომი სჭირდება. ორსაჯდომიანი არსება კი ხალხში მხოლოდ ზიზღს და უნდობლობას იწვევს. ხალხი არც პოპულარული შეპირებების გაყალბებას ივიწყებს. ყველაზე დიდი ძალა ხალხის მხარდაჭერაში, ნდობასა და სიყვარულშია.

უზურპირებული იმპერატორობიდან გამოპანღურებული ნაპოლეონის მწარედ ნათქვამის კახური შესატყვისით პერიოდულად გახსნება არ აწყენთ გაზულუქებულ მედროვე ბღენძებს: აღზევებიდან დაღზევებამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა.

მწერალი და პუბლიცისტი,
დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი
გივი სომხიშვილი
15.05.2026 წ.