საზოგადოება
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილ ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლზე – „ჯოჯოხეთური კომედია – სერიული მკვლელის აღსარებანი“, ახალგაზრდა მსახიობები – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, არ შეუშვეს... ერთი მარტივი მიზეზის გამო – წარმოდგენას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა!
ცხადია, მალკოვიჩის მსახიობური ოსტატობის ნახვა დამწყები მსახიობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტისთვის ან მთავრობის მაღალი რანგის პირებისთვის. ტრადიციისამებრ, ჯონ მალკოვიჩს სპექტაკლის შემდეგ ქართული კერძებითა და ქართული ღვინით „ასიამოვნეს“ (ჩვენთან ხომ ცნობილ მსახიობებს ასე უმასპინძლდება პრეზიდენტი),
დღეს კი, გამთენიისას, ჯონ მალკოვიჩმა საქართველო დატოვა.