აქტუალური
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტზე შეინარჩუნა.
აღნიშნული განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8 პროცენტზე იყო შენარჩუნებული, ივლისში – 7.75 პროცენტამდე, აგვისტოში კი 7.5 პროცენტამდე შემცირდა.„ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურია ეკონომიკური აქტივობის ზრდა, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, – კომიტეტის წინა სხდომებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკურ აქტივობაზე ჯერ სრულად არ არის ასახული. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება“.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაცია ივლისში არსებული 8.5 პროცენტიდან აგვისტოში 7.2 პროცენტამდე შემცირდა, რჩება რა ინფლაციის წამყვან განმსაზღვრელად საკვებზე, საწვავსა და ტრანსპორტზე არსებული ფასები.