საზოგადოება
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია ითხოვს დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას.
თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი შეიცვალა და, სულადობრივის ნაცვლად, მიმდინარე წლის ივლისიდან მოსახლეობა გადასახადს მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად იხდის.„აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს, ვინაიდან, თბილისელებს დღეს 2-ჯერ და, ხშირ შემთხევაში, კიდევ უფრო მეტად გაზრდილი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ეს იყო ძველი წესით გადახდისას. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ითხოვს, აღდგეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აქამდე არსებული წესი და ტარიფი განისაზღვროს ერთ სულზე თვეში 1.5 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია ამ ინიციატივას თბილისის საკრებულოს უახლოეს მომავალში წარუდგენს.