პოლიტიკა
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ვაშინგტონში გაიმართება კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სახელწოდებით „20 წელი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობიდან: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციას უმასპინძლებს ანალიტიკური ცენტრი „CSIS“-ის ახალი ევროპული დემოკრატიის პროექტი. კონფერენციაზე, ასევე, განხილული იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) მიმართებაში.ორგანიზატორების განცხადებით, ეს თემა აქტუალური ხდება, რადგან აშშ-ს ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარები გამოჰყავს და სამხრეთ კავკასიის პრობლემებს უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს.
კონფერენციაში ქართულ მხარეს ამერიკული უნივერსიტეტის წევრი მამუკა წერეთელი წარმოადგენს. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ოფიციალური პირები, ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები (მათ შორის, ჰილარი კლინტონის თანაშემწე ერიკ რუბინი), ცნობილი ანალიტიკოსები ჯოელ კოენი, იანუშ ბუგაისკი, სვეინტ კორნელი და რობერტ ჰამილტონი.