აქტუალური
თბილისში აშშ-ის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. FlightRadar-ის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი - Boeing C-17A Globemaster III დაეშვა.

თვითმფრინავი თბილისში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, გერმანიაში მდებარე რამშტაინის ავიაბაზიდან ჩამოფრინდა. მან აეროპორტი მალევე, 16:03 საათზე დატოვა და სამხრეთის მიმართულებით დაიძრა.მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი მითითებული არ არის.