საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. (სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ინტერვიუდან)
ნაპოლეონს აქვს ნათქვამი სხვათა შორის, რომ ეს არ იყო დანაშაული, ეს იყო უფრო უარესი, ეს იყო შეცდომაო. აი შეცდომა უფრო უარესია ვიდრე დანაშაულები. და საქმე ის არის, რომ კოლექტიურ შეცდომას ყოველთვის ყავს კოლექტიური დამცველი. ამ შეცდომის დამშვები კოლექტივი, აი ის კოლექტივი თვითონ არის თავისი შეცდომის გამამართლებელი.
ეს მეორე საკითხია, რომელიც ასევე ძაან მნიშვნელოვანია. ეს მოხდა სამწუხაროდ, მე თუ მკითხავთ, და ამას ვამბობ სრულიად შეგნებულად, რომ საქართველოს აქვს ბევრი პრობლემები. მაგრამ ვთქვათ რომ ჩამოვთვალოთ ეს პრობლემები, ერთ-ერთი პრობლემა არის ეს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენ თავზე, გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, ყველაფერს ვაბრალებთ რუსეთზე. რატო? ძაან ადვილია. რამე მოხდა ცუდი – რუსეთი. რამე უზნეობა გამოვიჩინეთ – ო, როგორ, ეს რუსეთმა გვაიძულა, რაღაცა ის... ვის დავაბრალოთ? ბავშვებს რომ ყიდიდა, ქართველი ხალხის, საკუთარი მეზობლების ბავშვებს რომ ყიდიდა, ისიც რუსეთს დავაბრალოთ? თუ ამაზე უხერხული სიმართლეა და თვალები უნდა დავხუჭოთ? ვერ დავხუჭავთ, იმიტომ რომ ის ჩვენი ნაწილია, ისევე როგორც კარგი არის ჩვენი ნაწილი.
აი აქედან გამომდინარე სხვა პრობლემებიც არის. მაგალითად რა არის აი გამჭოლი პრობლემა ამ ბოლო ხანებში? ბოლო ხანებში, მხედველობაში მაქვს ერთი 60-70 წელიწადი, ეს არის: ქვემოთ სიბნელის მმართველობა და ზემოთ მმართველობის სიბნელე. აი ეს არის ფაქტი, რომელსაც მე ვხედავ. შემდეგ: ისტორიას... ისტორიას არ უყვარს თურმეობითი ფორმა, "რა მოხდებოდა რომ კარგად მოქცეულიყო". არავინ არ იცის, არავინ არ იცის რა მოხდებოდა, ეს ერთი. მეორე, რომ იძახიან "შეცდომები რომ არ დაეშვა"... მოდი რა ესე ვთქვათ. მე წლების განმავლობაში ყურადღებით ვკითხულობ ყველა იმ გამოსვლას, და ჩემ მეუღლეს და ჩემ ახლობელს, ყველას ვთხოვ – მე არ მაქვს საკუთარი Facebook-ი და არც ვაპირებ, მაგრამ მანახეთ მეთქი ის, როდესაც გამოდიან არა მარტო ჩვენი, ვთქვათ, ოპოზიციონერები,არამედ ისიც, ვინც თვითონ იყო მთავრობაში მიშას დროს, გამოდიან და თავზე ნაცარს იყრიან. იძახიან: "აი ჩვენ, ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო განათლება". რა თქმა უნდა. მეორე იძახის: "ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო დაჩქარებული რეფორმები". მესამე: "ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო"... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. რომ შეკრიფოთ ეს "ყველაზე დიდი შეცდომები", დაახლოებით 800 გვერდიანი ტომი გამოგივათ. თურმე ყველაფერი რაც გაკეთდა, იყო ყველაზე დიდი შეცდომა! თუ ესეთი ყველაფერი დიდი შეცდომა იყო, საერთოდ როგორ იარსება ამ სახელმწიფომ...