საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. წელს საქართველომ ორ თვეში 4.3 მლნ აშშ დოლარის 956.6 ტონა ხორცი იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2.7 მლნ აშშ დოლარის 645.1 ტონა. მოცულობის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ფასიც.
საბაჟოზე გადასახადების გარეშე ერთ კილოგრამში, გასულ წელს, საქართველომ 2.14 აშშ დოლარი გადაიხადა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი 3.35 აშშ დოლარი. შედეგად, წლიურად 1 კილოგრამ იმპორტირებულ საქონლის ხორცზე ფასი 56.5%-ით არის გაზრდილი.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
ბრაზილია - 3.3 მლნ აშშ დოლარის 821.2 ტონა;
უკრაინა - 469.9 ათასი აშშ დოლარის 90.6 ტონა;
ლიეტუვა - 436.0 ათასი აშშ დოლარის 40.2 ტონა;
ნიდერლანდები - 36.2 ათასი აშშ დოლარის 1.5 ტომა;
რუსეთი - 30.8 ათასი აშშ დოლარის 1.5 ტონა.
რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნედლ ხორცს, წელს, საქართველომ 2 თვეში 2.07 მლნ აშშ დოლარის 363.1 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხობრივად 165.5%-ით, რაოდენობრივად კი 125.2%-ით მეტია.
პარალელურად, 18%-ით გაიზარდა ფასი. თუ 2025 წელს იმპორტირებული ხორცის ფასი საბაჟოზე [გადასახადების გარეშე] 4.83 აშშ დოლარი იყო, 2026 წელს 5.70 დოლარია.