პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „საოცნებო ფასები“ - პროექტი „ქართული ოცნების“ ხელმოსაწერათ

    ბატონებო!

   გამოვტოვებ შესავალს და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

   როგორც მოგეხსენებათ, სანამ საქართველო სოციალიზმიდან დასავლეთისკენ, ანუ კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკისკენ მიდიოდა, დასავლეთი საბაზრო ეკონომიკიდან სახელმწიფო კაპიტალიზმამდე, ანუ ეკონომიკის ცენტრალიზებულ მართვამდე მივიდა. საქართველომ კი, საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად, ბაზრობა მიიღო - განუკითხაობა, რამაც საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია, რადგანყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას (მარქსის თეზისი ჯერ არავის უარყვია).

   ადამიანებს, რომ იარსებონ, უპირველეს ყოვლისა, ჭამა სჭირდებათ, ხოლო როცა ავადდებიანმკურნალობა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე/მედიკამენტებზე ფასები საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში, რომლებთან ინტეგრაციისკენაც სხვადასხვა კავშირებში თქვენ ისწრაფვით (საქართველოს კონსტიტუციის 78- მუხლი ჯერ არავის უარყვია).

   თქვენმა მცდელობებმა, აიძულოთ ქართული ბიზნესი შეამციროს ფასები, არანაირი შედეგი არ გამოიღო – მოქალაქეები უყურებენ ტელევიზიით სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე მაღალი ფასების მიზეზების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს, სადაც გაუგებარი ტერმინებით უშედეგოდ ჟონგლიორობენ, ხოლო მაღაზიებში და აფთიაქებში ფასები კვლავ იზრდება. ეს იმიტომ, რომ საქართველოში უკვე აღარ არის სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმი და ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდებით ბიზნესისგან ვერაფერს მიაღწევთ.

   მითუმეტეს, რომ, როგორც 23 მარტს გამოქვეყნებული Forbes Georgia-ს რეიტინგისაქართველოს 100 უმსხვილესი მეწარმე მოწმობს, საქართველოს ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობა, ნაციონალები, ან კრიპტო-ნაციონალები არიან, ანუ სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის აშკარა ან ლატენტური მხარდამჭერები, რომლებმაც ინდულგენცია იყიდეს და „ქართული ოცნებისგან“ მანდატი მიიღეს. მაგრამ თქვენ ხომ არ ხართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ სააკაშვილის ყოფილი სპონსორების სულების რეინკარნაციის გჯეროდეთ?!

ბიზნესის იძულება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნეს-მეთოდებით, ანუკონკურენციით, გასაკვირია, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის გუნდში მუშაობისას, თქვენ ეს ვერ ისწავლეთ.

   შექმენით საქართველოში სახელმწიფო მაღაზიების ქსელი, სადაც პროდუქტები მინიმალური ფასნამატით გაიყიდება და დაარქვით ამ სუპერმარკეტებსქართული ოცნება“! დაე, სახელმწიფომ თავად იყიდოს პროდუქტები საზღვარგარეთ და შემოიტანოს საქართველოში, მაშინ კერძო პირების მიერ იმპორტირებული პროდუქციის ფასები კონკურენტუნარიანი აღარ იქნება და ბიზნესმენები თავადვე იძულებულნი გახდებიან დაწიონ ფასები, რათა საქართველოში შემოტანილი საქონელი გაყიდონ. დაე, სახელმწიფომ თავად შეისყიდოს ადგილობრივი მოსახლეობისგან ბოსტნეული და ხილი, ყურძენი და ხორცი, მწვანილი და ზეთი მაღალ ფასებში, და თუნდაც ქსელიქართული ოცნებამხოლოდ თვითანაზღაურებადი იყოს, მოგების გარეშე, ამაზე უკეთეს პირდაპირ ინვესტიციას ვერ მოიფიქრებთ. დაე, სახელმწიფომ თავად გაიტანოს ექსპორტზე ქართული ღვინო და მინერალური წყლები და მოგება კერძო პირების ჯიბეებში კი არა, სახელმწიფო ხაზინაში შევიდეს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის ადგილობრივი პროდუქტების ექსპორტს, ისინი ჩვენ თავად გვჭირდებარატომ გააქვთ, მაგალითად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის კარტოფილი და ბოსტნეული თურქეთში - მაშინ, როცა ჩვენ თურქულს მივირთმევთ?! ისინი უნდა იყიდებოდეს მაღაზიათა ქსელქართულ ოცნებაში“, აი მაშინ ქართველი ხალხი ამავე სახელწოდების მმართველ პარტიას ხელში აიტაცებს, ხოლო ოპოზიცია თავისთავად გაქრება.

იგივე ეხება ჯანდაცვის სისტემას: შექმენით საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოებისა და აფთიაქების ქსელიქართული ოცნება“, სადაც მკურნალობა და მედიკამენტები უფასო ან ძალიან იაფი იქნება! ისინი მინიმუმ 30%-ით გაიაფდება - პროცენტი, რომელსაც კერძო კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელების მფლობელები იტოვებენ, რის გამოც ძვირდება სამედიცინო მომსახურება და წამლები.

   ვიმეორებ – სახელმწიფო მაღაზიები, სამედიცინო დაწესებულებები და აფთიაქები ერთადერთი ხსნაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისა დაქართული ოცნებისთვის“. უსარგებლოა კერძო მარკეტების, კლინიკებისა და აფთიაქების მფლობელი ბიზნესმენებისთვის ბრძანების გაცემა! მხოლოდ სახელმწიფო სავაჭრო, ჰოსპიტალურ და სააფთიაქო ქსელებთან კონკურენციის პირობებში აამაღლებენ ბიზნესმენები მყიდველისთვის და პაციენტისთვის შეთავაზებული პროდუქტის - კვების, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხარისხს და თავადვე შეამცირებენ მათზე ფასებს.

არნო ხიდირბეგიშვილი,

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

30 მარტი 2026 წელი
საქართველო, თბილისი