საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. რამდენიმე ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან დისკუსია მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მათი საქმიანობის კონსტიტუციურობას შეაფასებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ სარჩელი, რომელიც ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამოძრავებთ არაკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, შესაბამისად, ჯერ სამართლებრივად უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მათთან რაიმე ტიპის დისკუსიებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საერთო დებატებისთვის საქართველოში უკვე არსებობს პლატფორმა ორ ტელეარხზე.
ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით.
„ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა და აქამდე მათ თავად მიიყვანეს საკუთარი თავი“, - აღნიშნეს კობახიძემ.