სამართალი
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის შეტყობინების თანახმად, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გიური ცანავა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ ვითარებას, აგრეთვე, რუსეთში პრდუქციის ექსპორტის მნიშვნელობას და მოსალოდნელ შედეგებს.
კახა კუკავამ მოსახლეობას წარუდგინა ანგარიში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახე, გააცნო რუსულ მხარესთან შეხვედრების დეტალები და მიღწეული შეთანხმება ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით. აგრეთვე, პარტიის პროგნოზი ამ პროცესის შედეგად ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის აღნიშვნით, თუკი ხელისუფლების მხრიდან ამ წამოწყებისთვის ხელის შეშლის მიზეზი არის მხოლოდ „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატორობა, პარტია არ არის წინააღმდეგი, პროცესი წარიმართოს საქართველოს მთავრობის ეგიდით. კახა კუკავამ გამოთქვა მზადყოფნა, ამ თემაზე შეხვდეს პრემიერ ნიკა გილაურსა და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას.