პუბლიკაციები
საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აწარმოოს

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ აარიდებს თავს საქართველოსთან პოლიტიკურ დიალოგს, როგორც კი ამისთვის თბილისშიც მზად იქნებიან. რფ-ის საგარეო უწყების წარმომადგენლის აზრით, თბილისში იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის საწინდარი არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია“.

საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აწარმოოს“:

ჩვენთვის მთავარია ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ინტერესია. უმთავრესი ინტერესი კი ჩვენი ტერიტორიების გაერთიანება, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური წინსვლის გარანტიების შექმნაა. ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორუფლებიანობის პრინციპით და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე უცვლელი რჩება. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი”.