საზოგადოება
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ჯონ მალკოვიჩი უკვე თბილისშია. მან დღეს სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენციაც გამართა. „საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა ორი დღეა, საქართველოში ვარ და ვხვდები, რამხელა კულტურული მემკვიდრეობის მფლობელია ეს ქვეყანა“, – განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა.
ფესტივალი დღეს სპექტაკლით – „ჯოჯოხეთური კომედია – სერიული მკვლელის აღსარებანი“ – გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.ჰოლივუდის მსახიობმა დღევანდელ სპექტაკლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჯოჯოხეთური კომედია – სერიული მკვლელის აღსარებანი“ მისთვის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისთვის დაიდგა. სპექტაკლი რეალურ ამბავზეა აგებული. სერიული მკვლელის როლის შესრულება მალკოვიჩისთვის საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა.
თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნება.