საზოგადოება
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ლუდის და ლიმონათის ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის. „ქართული ლუდის კომპანია“ ოფიციალურ პრეზენტაციას თვის ბოლოს გამართავს. საგურამოში ქარხნის მშენებლობას კი მომავალი წლის მარტში დაასრულებენ. როგორც ცნობილი გახდა, მშენებლობა მსოფლიოში ცნობილი ჩეხური კომპანია „ZVU POTEZ“-ის პროექტითა და უშუალო მეთვალყურეობით ხორციელდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 3 დასახელების ლუდის წარმოება. თუმცა გათვალისწინებულია ლიმონათისა და წყლის ჩამოსხმაც. მენეჯმენტს განზრახული აქვს პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაც. მოლაპარაკება 15-მდე ქვეყანასთან მიმდინარეობს.