სამართალი
ერევანი თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. სომხეთი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მონაწილეობს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი ხელს უწყობს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის უფრო პოზიტიური გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მან.

კოსტანიანის თქმით, ერევანი დაინტერესებულია ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის ნორმალიზებით და მისი „კონსტრუქციულ ორბიტაზე“ დაბრუნებით.

ამ მიმართულებით ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ფაქტობრივი გაყინვა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებად რჩება.